მიუნხნური კლუბის პოლონელმა ბომბარდირმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ესპანურ პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ მას მადრიდის "რეალის" ორი ვარსკვლავი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ეპატიჟებოდა.
"დიახ, რონალდუმ და რამოსმა მადრიდში გადაბარგება მთხოვეს.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია ესპანეთში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში, დიდებულ კლუბში, გადასვლა.
თუმცა ჩემთვის სხვა რამ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. აქ, მიუნხენში, ჩემს მაქსიმუმს მივაღწიე და მინდა, რომ ასე გავაგრძელო.
მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ვარ და ვიცი, რომ აქ ბედნიერი ვიქნები. შემადგენლობით დაწყებული და სპორტული ფორმით დამთავრებული "ბაიერნი" უმაღლესი კლასის გუნდია", - განაცხადა ლევანდოვსკიმ.
31 წლის პოლონელი "ბაიერნის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს და ამ სეზონში ფენომენალურად მიდიოდა - 32 თამაშში 39 გოლი.