მიუნხენური კლუბის ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს, ბედი გადაწყვეტილია.
ცნობილი ესპანური გამოცემა "AS" იტყობინება, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ფილიპეს არ გამოისყიდის.
"რეკორდმაისტერმა" კოუტინიო კატალონიის "ბარსელონადან" 1 წლიანი იჯარით გადაიბირა, მაგრამ სამხრეთ ამერიკელის გამოსასყიდი თანხა 140 მილიონ ევროს შეადგენს.
ფილიპე კოუტინიომ "ბაიერნის" მაისურით ამ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.