მსოფლიოში გავრცელებულ ეპიდემიასთან, კორონავირუსთან ბრძოლაში ლევანდოვსკების ოჯახმაც შეიტანა თავისი წვლილი.
როგორც ცნობილია, მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და მისმა მეუღლე ანამ ჯამში 1 მილიონი ევრო გადარიცხეს ვირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელს კორონავირუსთან ბრძოლაში წვლილი შეაქვს.
რამდენიმე დღის წინ მთელმა გერმანიის ნაკრებმა 2.5 მილიონი ევრო გადარიცხა ფონდში, შემდგომ კი იოზუა კიმიხმა და ლეონ გორეცკამ კიდევ 1 მილიონი ევრო ჩარიცხეს.