მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა ევროპაში, მათ შორის გერმანიაშიც მყარად მოიკიდა ფეხი და არაერთი ცნობილი ფეხბურთელიც დააინფიცირა, ვირუსმა მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებს ვერაფერი დააკლო.
კლუბის შეფ-მზარეულის, ალფონს შუჰბეკის განცხადებით, ამის მთავარი მიზეზი მიუნხენელი მოთამაშეების იმუნური სისტემაა.
"ბაიერნის ფეხბურთელები ყოველდღიურად იღებენ თითო ჭიქა ჯინჯერს. ეს მათ იმუნურ სისტემაზე ერთი-ორად აძლიერებს და კორონავირუსი ვერცერთ მათგანს ვერაფერს დააკლებს."
"მისი მომზადება მარტივია. ჭიქის ნახევარს დაწურული ჯინჯერისგან შედგება, მეორე ნახევარი კი წვენისგან." - აცხადებს შუჰბეკი.