მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებმა, ლეონ გორეცკამ და იოზუა კიმიხმა ახალი კამპანია წამოიწყეს - WeKickCorona.
მოთამაშეებმა პირველივე დღეს 1 მილიონი ევრო გადარიცხეს კორონავირუსთან ბრძოლაში.
დღეს "ბაიერნის" მოთამაშეებს მანჩესტერ "სიტის" გერმანელი გარემარბი, ლეროი სანეც შეუერთდა. ახალგაზრდა გერმანელმა ვინგერმა თავისი თანამემამულეების ფონდში 1 მილიონი ევრო გადარიცხა.
სანეს გარდა კამპანიას ასევე ბენედიქტ ჰიოვედესი, იულიან დრაქსლერი, იონას ჰექტორი და სხვა გერმანელი ვარსკვლავებიც შეუერთდნენ.