ფრანგული გამოცემა FootMercato-ს ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნმა" კინგსლი კომანის თაობაზე გადაწყვეტილება შეცვალა.
წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" მოლაპარაკებებს აწარმოებს ფეხბურთელის აგენტთან ახალი კონტრაქტის თაობაზე.
როგორც ცნობილია, კლუბმა კომანს აცნობა, რომ ზაფხულში ახალი ვინგერის დამატება იგეგმება. თუმცა, მიუნხენელებს ფრანგი ფეხბურთელის შენარჩუნებაც სურთ.
ახლა ჯერი თავად კომანზეა. იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი ვინგერი ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, მაშინ "ბაიერნს" ზაფხულში მისი გაყიდვა მოუწევს.