ბოლო დროს აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ დავიდ ალაბამ, შესაძლოა, მიუნხენის "ბაიერნი" დატოვოს და რომელიმე ესპანურ გრანდში გადაბარგდეს.
გამოცემა Sport1-ის ინფორმაციით, ავსტრიელმა მცველმა აღნიშნული საკითხი "რეკორდმაისტერის" ბოსებთან განიხილა და ულტიმატუმი წაუყენა.
წყაროს ცნობით, ალაბა ახალი კონტრაქტს იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ მისი ხელფასი საგრძნობლად გაიზრდება და კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
ამჟამად 27 წლის ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 10 მილიონი ევროა, მასზე მაღალი ხელფასი კი კლუბში 4 ფეხბურთელს აქვს.
შეგახსენებთ, რომ ალაბას "ბაიერნთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.