მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა ახალი ტრანსფერი დაადასტურა.
ქალთა გუნდის აწ უკვე ყოფილი კაპიტანი, მელანი ლეპოლცი კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს.
25 წლის ნახევარმცველი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2014 წლიდან იცავდა და მან გუნდში 95 მატჩი ჩაატარა. მან 2015 და 2016 წლებში ბუნდესლიგის მოგება მოახერხა.
გარდა ამისა ლეპოლცი გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრია და "ბუნდესნაკრებთან" ერთად 2016 წლის ოლიმპიადა მოიგო.