გერმანული გამოცემა Sport1-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" ხმაურიან გაცვლას ამზადებს.
მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერს" დიდი ხანია, რაც ლეროი სანეს დამატება სურს. გერმანული კლუბი მზადაა ახალგაზრდა ვინგერის სანაცვლოდ დავიდ ალაბა დათმოს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავსტრიელ მცველს კლუბის დატოვება სურს. შესაბამისად, მიუნხენელებმა მისი ტრეიდში გამოყენება გადაწყვიტეს.
ტრანსფერს მხოლოდ თავად ფეხბურთელის ფაქტორი აფერხებს. წყაროს ცნობით, ალაბას სურვილია რომ კარიერა მხოლოდ ესპანეთში გააგრძელოს და სხვა შემოთავაზებების განხილვა არ სურს.