მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ დავიდ ალაბას სავარაუდო მომავალზე კომენტარი გააკეთა.
"ის ახალგაზრდული ასაკიდან მოდის აქ. დღესაც მახსოვს 2008 წელს, როგორ მოვიდა დავიდი გუნდში. ის ახლა უკვე "ბაიერნის" ნამდვილი ვეტერანია."
"ჰანს ფლიკმა მას ახალი როლი შესძინა გუნდში დაცვის ცენტრში და გუნდისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან ნაწილად ჩამოყალიბდა."
"გავიგე ჭორები, რომ თითქოს ალაბას სანეს ტრეიდში გამოყენებას ვაპირებთ. თუმცა, ეს სრული სიცრუეა და სიმართლესთან არაფერი აკავშირებს." - აცხადებს რუმენიგე.