მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი, ხავი მარტინესი კორონავირუსთან მებრძოლ ჯგუფებს შეუერთდა.
ვეტერანი ფეხბურთელი წითელი ჯვრის ჯგუფში გაწევრიანდა და ქალაქ მიუნხენში სხვა მოხალისეებთან ერთად მოხუცებს ეხმარება.
კერძოდ, მარტინესი სხვა წევრებთან ერთად საკვებსა და სხვა საჭირო ინვენტარებს არიგებს.
გარდა ამისა, ესპანელი ფეხბურთელი საკუთარ სამშობლოსაც ეხმარება. მან თავისი სავარჯიშო ცენტრი სრულიად გადააკეთა ექიმების დასახმარებლად და ახლა იქ სპეციალური კემპია მოწყობილი, სადაც პაციენტების მიღება არის შესაძლებელი.