მიუნხენის "ბაიერნი" მანუელ ნოიერთან ახალი კონტრაქტის პირობებზე მოლაპარაკებებს განაგრძობს.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერმა" ვეტერან კიპერს 2023 წლამდე შესთავაზა კონტრაქტი, თუმცა, ფეხბურთელი უარზეა.
წყაროს ცნობით, გუნდის კაპიტანს სურს, რომ "ბაიერნმა" მას 2025 წლამდე გაუფორმოს კონტრაქტი. ამის გამო კი მოლაპარაკებები ჩიხში შედის.
შეგახსენებთ, რომ ბოლოდროინდელი ინფორმაციით ნოიერის დამატება "იუვენტუსსა" და "ჩელსის" სურთ. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები კვლავ ჩაიშალა, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ მანუმ "ბაიერნი" დატოვოს.