ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავიდ ალაბას მიუნხენის "ბაიერნის" დატოვება სურს.
გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, 27 წლის მცველმა გადაწყვეტილება შეცვალა და მზადაა, ახალი კონტრაქტი გააფორმოს.
რამდენიმე დღის წინ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ დავიდი გუნდის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და გუნდს მისი შენარჩუნება სურს. როგორც ჩანს, ალაბამ პოზიცია სწორედ ამ განცხადების შემდეგ შეიცვალა.
წყაროს ცნობით, მხარეები უახლოეს მომავალში შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ ალაბას მომავალს. იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები ზედმეტად მაღალი არ იქნება, მაშინ "ბაიერნი" ავსტრიელ ფეხბურთელს შეინარჩუნებს.