გასულ თვეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" "გენტის" ტალანტის, ჯონათან დეივიდის დამატებას ცდილობდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელის აგენტმა, ნიკ მავრომარისმა თავისი კლიენტის მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა.
"ჯონათანი ახალი ნაბიჯის გადასადგმელად მზადაა. ის დიდებული ფეხბურთელია და ტოპ 5 ლიგაში უნდა თამაშობდეს."
"დეივიდის სურვილია, რომ კარიერა ბუნდესლიგაში გააგრძელოს და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ." - აცხადებს მავრომარისი.
შეგახსენებთ, რომ "გენტის" ღირსებას ორი ქართველი ლეგიონერიც იცავს - გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია.