გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავი, ჟერომ ბოატენგი ავტოავარიაში მოყვა.
წყაროს ცნობით, შემთხვევა დღეს დაფიქსირდა, როდესაც 31 წლის მცველი ლაიფციგში მიდიოდა თავისი შვილის სანახავად.
საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჟერობ ბოატენგს არანაირი სახის დაზიანება არ მიუღია.