მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ბუნდესლიგის განახლებაზე ისაუბრა.
"ჩემპიონატი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ის ბოლომდე უნდა მივიყვანოთ."
"პირველ რიგში ეს სპორტული კუთხითაა მნიშვნელოვანი, რათა ყველა თანაბარ პირობებში იყოს. გარდა ამისა, კლუბები დიდ ფინანსურს ზარალს ნახავენ." - აცხადებს რუმენიგე.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ცნობებით ბუნდესლიგის განახლება 30 აპრილისთვის იგეგმება.