მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნსა" და მანუელ ნოიერს შორის მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის თაობაზე ჩიხშია შესული.
ვეტერან კიპერს სურს, რომ გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდეს, "რეკორდმაისტერს" კი მისი გახანგრძლივება მხოლოდ 2023 წლამდე უნდა.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ერთადერთი პიროვნება მიუნხენელთა რიგებში რომელსაც ამ სიტუაციის მოგვარება შეუძლია ოლივერ კანია.
"ბაიერნის" ლეგენდა ახლა კლუბის დირექტორთა საბჭოს უძღვება და ამ პრობლემბის გადაჭრა სწორედ მისი პრეროგატივაა. შესაბამისად, კანსა და ნოიერს შორის, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები შედგება და სწორედ აქ გადაწყდება ფეხბურთელის კონტრაქტის საკითხი.