დღეს UEFA-მ მორიგი ვიდეოკონფერენცია ჩაატარა, სადაც 55 ქვეყნის წარმომადგენლებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს.
უკანასკნელი გადაწყვეტილებით, ევროტურნირების 2020/21 წლების სეზონის დასრულების თარიღები შეიცვალა და გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ევროპული გამოცემების ცნობით, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მომავალი სეზონი მხოლოდ მას შემდგომ დაიწყება, რაც მიმდინარე სეზონის გამარჯვებულები საბოლოოდ გამოვლინდება. ეს ყველაფერი კი თავისთავად მომავალი სეზონის ტურნირების დედლაინებზეც ახდენს ზეგავლენას.
გარდა ამისა, UEFA-ს გადაწყვეტილებით სხვადასხვა სანაკრებო მატჩები, რომლებიც მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში უნდა ჩატარებულიყო გაურკვეველი ვადით გადაიდო.