მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ლეგენდარული თავდამსხმელი, კლაუდიო პიზარო ბრუნდება.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, კარიერის დასრულების შემდეგ პერუელი ფორვარდი, კლაუდი პიზარო "რეკორდმაისტერის" ბრენდის ელჩი იქნება.
41 წლის ფეხბურთელი კარიერის დასრულებას მიმდინარე სეზონის შემდეგ აპირებს. ზემოხსენებულ პოზიციაზე კანდიდატურა პიზაროს "ვერდერმაც" შესთავაზა, თუმცა, პერუელმა "ბაიერნი" აირჩია.
შეგახსენებთ, რომ პიზარო მიუნხენური გრანდის ღირსებას 2001-07 წლებში იცავდა. ის ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მე-6 ადგილს იკავებს.