ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მიუნხენის "ბაიერნი" დააჯარიმა.
კერძოდ, "რეკორდმაისტერის" გულშემატკივრებმა ლონდონში გამართული ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის დროს გამოფინეს ბანერი, სადაც ისინი ბილეთების ფასებს აპროტესტებდნენ.
აღნიშნული ბანერი UEFA-მ "პროვოკაციულად და შეურაცხმყოფელად" მიიჩნია და ამის გამო კლუბი 20,000 ევროთი დაჯარიმდა.
გარდა ამისა, "ბაიერნმა" იგივე ოდენობის მეორე სასჯელიც მიიღო, ამჯერად უკვე ფანების შეძახილების გამო. შესაბამისად, ჯამში მიუნხენურ გრანდს 40,000 ევროს გადახდა მოუწევს.