მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა სასიხარულო ინფორმაცია დაადასტურა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა.
მოგეხსენებათ, თავდაპირველი შეთანხმებით გერმანელი სპეციალისტი სეზონის დასრულებამდე უნდა დარჩენილიყო გუნდში. თუმცა, ორმხრივი შეთანხმების შემდეგ ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდა.