ავტორიტეტული ევროპული გამოცემები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ.
გერმანიის ბუნდესლიგისა და ბუნდესლიგა 2-ის 36 გუნდიდან 13 გაბანკროტების ზღვარზეა. მიზეზი კი კორონავირუსისგან შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებაა.
კერძოდ, შემოსავლების დაკარგვის გამო ბუნდესლიგა 2-ის გუნდები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. 7 კლუბს დარჩენილი თანხა მხოლოდ მაისამდე ეყოფა, კიდევ ორი გუნდი კი იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზიებიდან ფულს არ მიიღებენ, მაშინ მხოლოდ ივნისის ბოლომდე შეძლებენ თავის გატანას.
რთული სიტუაციაა ასევე ბუნდესლიგაშიც. ამჟამინდელი ხარჯების გათვალისწინებით, ერთი გუნდი მაისის დასაწყისში გაბანკროტდება. კიდევ სამი კლუბს კი ივნისამდე ეყოფა ფინანსები.
როგორც ცნობილია, გერმანიის ბუნდესლიგაში ჯამში 56,000 ადამიანი არის პირდაპირად თუ არაპირდაპირად დასაქმებული.