გუშინ მიუნხენის "ბაიერნმა" ჰანს ფლიკს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუხანგრძლივა.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი "რეკორდმაისტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ გააკეთა.
"მისი გაწვრთნილი გუნდი წარმატებას აღწევდა და გარდა ამისა, ფანებს სიამოვნებთ ჰანსის "ბაიერნის" ყურება. რა უნდა გვინდოდეს ამაზე მეტი?"
"ჰანსმა გუნდში ის სტილი დააბრუნა, რომელიც 2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის მოგების დროს გვქონდა. გარდა ამისა, ახალგაზრდების განვითარებაშიც დიდი წვლილი შეაქვს." - აცხადებს რუმენიგე.