გერმანულმა გამოცემა Bild-მა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა.
წყაროს ცნობით, მიუნხენის "ბაიერნის" ზოგიერთი ფეხბურთელი ვარჯიშზე აკრძალული მანქანით დადის, შესაბამისად კლუბმა შესაძლოა სასპონსორო ხელშეკრულების დარღვევის გამო სასჯელი მიიღოს.
მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერის" სპონსორი ცნობილი ფირმა ვოლკსვაგენია და მოთამაშეებისთვის დაშვებულია მხოლოდ ამ ბრენდის მანქანებით მისვლა სავარჯიშო სესიებზე.
ამის მიუხედავად, გერმანულმა ჟურნალმა ფილიპე კოუტინიო მერსედეს ბენცის ფირმის მანქანაში შენიშნა, ნიკლას სულე ფერარიში, რობერ ლევანდოვსკი კი თავის მხრივ პორშეს ავტომანქანას ატარებდა.
როგორც ცნობილია, იანვარში ჰასან სალიჰამიჯმა აღნიშნულ თემაზე მკაცრი გაფრთხილება მისცა ფეხბურთელებს და ჯარიმაც დააწესა 50,000 ევროს ოდენობით, თუმცა, როგორც ჩანს ამან მოთამაშეები ვერ შეაშინა.