ავტორიტეტულმა სტატისტიკურმა საიტმა Whoscored-მა პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, მათი რეიტინგების მიხედვით.
შემადგენლობაში მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან 6 ფეხბურთელი მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ გუნდში ვერ მოხვდნენ ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან ლამი და ინიესტა.
სრული თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:
ნოიერი - დანი ალვეში, მასკერანო, ბოატენგი, ალაბა - რობენი, დე ბრუინი, ჩავი, რიბერი - მესი, ლევანდოვსკი.