დღეს მიუნხენის "ბაიერნმა" საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიში განაახლა.
"რეკორდმაისტერის" ფეხბურთელები ოთხ და ხუთკაციან ჯგუფებად დაიყვნენ და სწორედ ასე წარიმართა ვარჯიში.
სამწუხაროდ, პირველივე გუნდურ ვარჯიშზე მიუნხენელთა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა დაზიანება მიიღო, რის გამოც დროზე ადრე მოუწია სახლში დაბრუნება.
კერძოდ, საუბარია კორენტინ ტოლისოზე. ფრანგ ნახევარმცველს ვარჯიშის დაწყებიდან 15 წუთში მარცხენა ფეხის კოჭზე პრობლემები შეექმნა, რის გამოც შეწყვეტა მოუწია. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა.