როგორც ჩანს, ტიაგო ალკანტარას ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი სულ მალე დასრულდება.
გერმაული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნსა" და 28 წლის ნახევარმცველს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე საბოლოო შეთანხმება შედგა.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ წარმატებით დასრულდა. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენწლიანი იქნება ხსენებული კონტარქტი.
შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი კონტრაქტი ალკანტარას "რეკორდმაისტერთან" 2021 წლამდე აკავშირებდა.