მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის, უცნაური გადაწყვეტილება მოკლედ შეაფასა.
ლიოვმა მარტის საერთაშორისო თამაშებისთვის "ბაიერნის" სამი გამოცდილი მოთამაშე, მატს ჰუმელსი, ჟერომ ბოატენგი და თომას მიულერი, განაცხადს მიღმა დატოვა და აღნიშნა, რომ მათ ეროვნულ გუნდში აღარ გამოიძახებს.
"არ მსურს ლიოვის არჩევანის შეფასება, ვინაიდან ეს მისი გადაწყვეტილებაა.
თომასი, მატსი და ჟერომი იმედგაცრუებულები არიან, რადგან 29-30 წელი არც ისე ბევრია.
თუმცა მათ უკვე ყველაფერი უკან მოიტოვეს, კარგად არიან და სათამაშოდ მზად არიან", - განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა.