მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა სასიხარულო ინფორმაცია დაადასტურა.
კლუბის ვეტერანმა ფეხბურთელმა, თომას მიულერმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ის გუნდში 2023 წლამდე დარჩება.
მოგეხსენებათ, მიულერს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურებოდა და არსებობდა საშიშროება იმისა, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის ბოლო ყოფილიყო "რეკორდმაისტერის" რიგებში. თუმცა, საბედნიეროდ შეთანხმება შედგა და მხარეებს შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "ბაიერნმა" ასევე ჰანს ფლიკთანაც გააფორმა კონტრაქტი 2023 წლამდე.