მოგეხსენებათ, გუშინ მიუნხენის "ბაიერნმა" საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშები განაახლა.
ამ ფაქტის შემდგომ ჰანს ფლიკმა პირველი, დისტანციური პრესკონფერენცია ჩაატარა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.
"სატრანსფერო თემებზე ვეტოს დადება ნორმალური მოვლენაა. იგივე ხდებოდა სხვა მწვრთნელების პერიოდშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ გუნდის დაკომპლექტებაზე, თუმცა, ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ."
"მიროსლავ კლოზესთან მართლაც მქონდა საუბრები. მისი ხასიათი იდეალურად მოერგება ნებისმიერი ძლიერი გუნდის სამწვრთნელო შტაბს. თუმცა, ასევე ვესაუბრე სხვა კანდიდატებსაც. ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაფერია."
"მოხარული ვარ, რომ მიულერმა კონტრაქტი გაახანგრძლივა. იმედი მაქვს, რომ სხვა რამდენიმე ფეხბურთელიც იგივეს გაიმეორებს." - აცხადებს ფლიკი.