მოგეხსენებათ, გერმანული საფეხბურთო ლიგის სურვილია, რომ ბუნდესლიგის 2019/20 წლების სეზონი აუცილებლად დასრულდეს. სავარაუდოდ, ტურნირის დარჩენილი მატჩების ჩატარება დახურულ კარს მიღმა მოხდება.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, შესაბამისი პირები უკვე განიხილავენ მატჩების ჩატარების გეგმებს.
წყაროს ცნობით, ჯამში სტადიონზე 239 ადამიანი დაიშვება, საიდანაც 126 ორივე გუნდის წარმომადგენელი იქნება - მწვრთნელები, ფეხბურთელები, ექიმები და პერსონალი.
რაც შეეხება სტადიონზე დამსწრეთა დანარჩენ რაოდენობას, მათ რიცხვ შეადგენენ მსაჯები, ჟურნალისტები, ტელევიზიის წარმომადგენლები და ბურთის მომწოდებელი ბავშვები.
კატეგორიულად აიკრძალება სტადიონზე გულშემატკივართა დაშვება, მათ შორის მატჩებს ვერ დაესწრებიან მოწვეული, VIP სტუმრებიც.