მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში სასიხარულო ცნობები კვლავ გრძელდება.
გუნდის პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ტრავმა სრულიად მოიშუშა და ის უკვე 100%-ით მზადაა გუნდის დასახმარებლად.
31 წლის ფეხბურთელმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და მას უკვე აღარ აწუხებს არანაირი პრობლემა.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკიმ თებერვალში ოპერაცია ჩაიტარა, რის გამოც მარტის თვეში ყველა შეხვედრა გამოტოვა.