გერმანული გამოცემა Bild ლეროი სანეს ტრანსფერთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ჰანს ფლიკის კონტრაქტის გახანგრძლივებამდე მასსა და ჰასან სალიჰამიჯიჩს შორის მოლაპარაკებები შედგა სწორედ ახალგაზრდა ვინგერის თაობაზე.
55 წლის სპეციალისტმა თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირა. ის არ არის წინააღმდეგი, რომ კლუბმა სანე დაიმატოს, რადგან, ის მართლაც ხედავს ახალი ვინგერის საჭიროებას გუნდში. თუმცა, პრობლემას ფასი წარმოადგენს. "ბაიერნს" არ სურს, რომ ასეთი კრიზისის ფონზე ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონზე მეტი თანხა გადაიხადოს.
როგორც ცნობილია, მიმდინარე კვირაში ფლიკსა და ხელმძღვანელობას შორის კიდევ ერთხელ გაიმართება მოლაპარაკებები, სადაც უფრო კონკრეტულად ჩამოყალიბდებიან სამომავლო გეგმებზე და კლუბის საჭიროებებზე და დიდი ალბათობით, სწორედ აქ გადაწყდება სანეს ტრანსფერის ბედიც.