მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ამსტერდამის "აიაქსის" ბრწყინვალე გამარჯვება შეაფასა.
"ამ დროს გამეღიმა, ვინაიდან როდესაც ვთქვი, რომ "აიაქსი" კარგი გუნდია, დამცინოდნენ.
მათ კი დაამტკიცეს, რომ როდესაც სულელურ შეცდომებს უშვებ, ისინი აუცილებლად დაგსჯიან", - განაცხადა კოვაჩმა.
"რეკორდმაისტერი" ჰოლანდიურ კლუბს ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდა. მიუნხენში მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო ამსტერდამში - 3:3.
1/8 ფინალურ ეტაპზე კი "აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამგზის გამარჯვებული მადრიდის "რეალი" გამოაგდო - შინ 1:2 წაგების შემდეგ "აიაქსმა" მადრიდში მეტოქე 4:1 გაანადგურა.