ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავს.
ბრიტანული გამოცემა Sky-ს ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" ერთ-ერთ ვარიანტად ლონდონის "ჩელსის" ცენტრალურ მცველს, ანტონიო რუდიგერს განიხილავს.
მოგეხსენებათ, 27 წლის მცველი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა ბუნდესლიგაში და შესაბამისად, მას კლუბში ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს, რაც ტრანსფერის ალბათობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.
შეგახსენებთ, რომ თავის მხრივ "არისტოკრატებს" ჟერომ ბოატენგის დამატება სურთ და არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული სახის ტრეიდიც ვიხილოთ.