მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, არიენ რობენმა განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ კორონავირუსი გადაიტანა.
"ბერნადიენს კორონავირუსი მართლაც დაუდგინდა, თუმცა, საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა ის სრულიად ჯანმრთელია."
"ყველაზე რთული ნაწილი ვირუსის დროს იყო ის, რომ გულმკერდის არეში მძიმე ტკივილებს გრძნობდა და სუნთქვა უჭირდა." - აცხადებს რობენი.