მიუნხენის "ბაიერნის" ლაზარეთი ნელ-ნელა იცლება.
დღეს გუნდთან ერთად სრული ვარჯიშის ჩატარება მოახერხა ტიაგო ალკანტარამ, რომელსაც აქამდე მცირე დისკომფორტი აწუხებდა.
ასევე, ოპერაციის გაკეთების შემდგომ ივან პერიშიჩმა პირველად შეძლო მინდორზე გასვლა. ხორვატი ნახევარმცველი სულ მალე შეძლებს სრული დატვირთვით ვარჯიშს.
შეგახსენებთ, რომ გასულ დღეებში ვარჯიშს დაუბრუნდა ასევე რობერტ ლევანდოვსკიც.