დღეს FIFA-მ საფეხბურთო წესებში ცვლილებები შეიტანა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ე.წ. ხელით თამაშის წესია.
თუ ფეხბურთელი შემთხვევით ითამაშებს ხელით, მაშინ ის ჩაითვლება ჯარიმად, თუ ეპიზოდი დასრულდება გოლით ან საგოლე ეპიზოდით.
ანუ, თუ თამაში გაგრძელდა და შემთხვევით ხელით თამაშის შემდგომ ბურთთან რამდენიმე შეხება განხორციელდა, მაშინ ის უკვე ჯარიმად აღარ ითვლება.
გარდა ამისა, ზუსტად განისაზღვრა "ხელის" დეფინიცია. ფოტოზე მწვანედ გამოსახული არე არ ითვლება ხელის ნაწილად, წითელი კი - ითვლება.