მანუელ ნოიერის კონტრაქტის შესახებ ახალი ცნობები ვრცელდება.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, 34 წლის მეკარემ მიუნხენის "ბაიერნს" თავისი პირობები წარუდგინა.
წყაროს ცნობით, ნოიერს ხუთწლიანი კონტრაქტი სურს. ხელფასის სახით კი ყოველწლიურად 20 მილიონ ევროს ითხოვს.
როგორც ცნობილია, გერმანული კლუბი ამ პირობებს არ თანხმდება და მათი მოთხოვნაა, რომ შედარებით მოკლევადიანი კონტრაქტი გაფორმდეს.