მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი, ული ჰიონესი, იოახიმ ლიოვის გადაწყვეტილებას პასუხს გასცემს, მაგრამ ჯერ არა.
"ამ თემაზე კომენტარს ჯერ არ გავაკეთებ, ვინაიდან ამ და მომდევნო კვირაში მნიშვნელოვანი მატჩები გველის.
ამის შემდეგ კი რამეს მოვიფიქრებ, ვინაიდან სწორი პასუხი უნდა მოვამზადო", - განაცხადა ულიმ.
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა, აღნიშნა, რომ ეროვნულ გუნდში "ბაიერნის" გამოცდილ მოთამაშეებს, ჟერომ ბოატენგს, მატს ჰუმელსსა და თომას მიულერს, აღარ გამოიძახებს.