მიუნხენის "ბაიერნი" რომ ლეროი სანეს ტრანსფერით არის დაინტერესებული, ეს ამბავი არახალია.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი "რეკორდმაისტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ გააკეთა.
"გასულ წელს სანეს სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 100-120 მილიონი ევრო იყო. ასეთი თანხის გადახდა კი ჩვენთვის არცთუ ისე იოლია."
"ახლა კი მისი დამატება გაცილებით იაფი დაგვიჯდება. ვფიქრობ, სანეს ფასი ახლა დაახლოებით 30-50 მილიონ ევროს შეადგენს." - აცხადებს რუმენიგე.