მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე ახალი თავდამსხმელი გამოჩნდა.
ფრანგული გამოცემა Footmercato-ს ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" თურქული "ბაშაქშეჰირის" ახალგაზრდა შემტევი, ალექსანდრ სორლოთი გამოჩნდა.
24 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და მას სუპერლიგაში უკვე 26 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი. წყაროს ცნობით, თურქული კლუბი მას 25 მილიონ ევროდ აფასებს.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნს" კიდევ ერთი ფორვარდის, ტიმო ვერნერის დამატება სურს.