გერმანული კლუბები ბუნდესლიგის განახლებისთვის ეტაპობრივად ემზადებიან.
მოგეხსენებათ, მიმდინარე კვირაში მიუნხენის "ბაიერნმა" გუნდური ვარჯიშები განაახლა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი გერმანიის უმაღლესი ლიგის ყველა გუნდმა მიიღო.
ბრემენის "ვერდერმა" ხუთშაბათს საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშები დაიწყო და ის გახდა რიგით მე-18 ბუნდესლიგის კლუბი, რომელმაც გუნდური ვარჯიში განაახლა.
როგორც ცნობილია, ტურნირის განახლება მაისში იგეგმება. შესაბამისად, კლუბები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ დროისთვის სასურველ ფორმაში შევიდნენ.