მოგეხსენებათ, სეზონის დარჩენილი მატჩების ჩატარება დახურულ კარს მიღმა იგეგმება. გლადბახის "ბორუსიამ" კი ამ პრობლემის გადაჭრის ორიგინალურ ხერხს მიმართა.
კერძოდ, ფანებს შეუძლიათ გარკვეული თანხის სანაცვლოდ მუყაოს ნაჭერზე საკუთარი გამოსახულება დაბეჭდონ. ფანების სახეები კი მატჩების განმავლობაში ტრიბუნებზე იქნება დალაგებული, როგორც ფოტოებშია მოცემული.