გერმანულმა პრესამ სამწუხარო ინფორმაცია დაადასტურა.
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტნის, მანუელ ნოიერის სიმამრი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაცია გუშინ, ხუთშაბათს გავრცელდა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერის მეუღლე ნინა ვეისი გახლავთ. წყვილი 2017 წელს დაქორწინდა.