მიუნხენის "ბაიერნსა" და ავსტრიელ მარცხენა მცველს, დავიდ ალაბას შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
მოგეხსენებათ, 27 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე კვირის წინ "რეკორდმაისტერის" შემოთავაზება ახალ კონტრაქტზე უარით გაისტუმრა. ახლა კი მოლაპარაკებები საერთოდ შეჩერებულია.
ალაბას აგენტი, პინი ზაჰავი გერმანიაში არ იმყოფება. კორონავირუსის შეზღუდვების გამო კი მას აკრძალული აქვს ქვეყანაში შესვლა.
როგორც ცნობილია, ზაჰავი ახალ კონტრაქტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც ალაბას ანაზღაურება საგრძნობლად უნდა გაიზარდოს. ეს კი, დიდი ალბათობით, მხარეებს შორის უთანხმოებას გამოიწვევს.