"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში მათ ჩავარდნებიც და აღმასვლებიც ჰქონდათ, "ბაიერნს" კვლავ მწვერვალზე ვხედავ.
არჩევანი ჩემზე რომ იყოს, ფავორიტად სწორედ მიუნხენის "ბაიერნს" ავირჩევდი", - განაცხადა ჟოზემ.
"რეკორდმაისტერი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ლივერპულს" ხვდება. პირველი მატჩი ინგლისში ფრედ 0:0 დასრულდა, ხოლო საპასუხო შეხვედრა მიუნხენში 13 მარტს გაიმართება.