მიუნხენის "ბაიერნი" მარჯვენა მცველის ძიებას აქტიურად განაგრძობს.
გამოცემა Sport1-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რადარზე ამ პოზიციაზე მოთამაშე ჯამში ოთხი ფეხბურთელია.
გუნდის პირველ ვარიანტებად "რეალის" აჩრაფ ჰაკიმი და "მონაკოს" ბენჟამინ ჰენრიქსი არიან. ამ უკანასკნელის შეძენას გუნდი გასულ წელსაც ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ.
გარდა ამისა, ასევე აქტიურად განიხილება "აიაქსის" ამომავალი ვარსკვლავის, სერჟინიო დესტისა და "შახტარის" ბრაზილიელი მცველის, დოდოს დამატება. დიდი ალბათობით, "ბაიერნი" სწორედ ჩამოთვლილი ოთხი მოთამაშიდან ერთ-ერთს აირჩევს.