მიუნხენის "ბაიერნმა" კიდევ ერთ ფეხბურთელთან შეძლო კონტრაქტის თაობაზე შეთანხმების მიღწევა.
გუნდის კანადელმა მარცხენა მცველმა, ალფონსო დეივისმა "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.
წინა შეთანხმებას ვადა 2023 წლის ივნისში გასდიოდა. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე კი ის კიდევ ორი წლით გახანგრძლივდა.
შეგახსენებთ, რომ სეზონის შეწყვეტის შემდეგ "ბაიერნმა" ასევე თომას მიულერთანაც გააფორმა კონტრაქტი.