მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ხამეს როდრიგესის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.
"დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონში ის ჩვენი მოთამაშე იქნება. მისით აბსოლუტურად ყველა კმაყოფილია, მე მისი გულშემატკივარი გახლავართ.
მას მარცხენა ფეხით ფანტასტიკური დარტყმები აქვს და მსოფლიო დონის ვარსკვლავია. დარწმუნებული ვარ, ნიკო მისი შესაძლებლობებით აღფრთოვანებულია.
გადაწყვეტილება 15 ივნისამდე უნდა მივიღოთ, ამიტომ დრო ჯერ კიდევ გვაქვს", - განმარტა რუმენიგემ.
27 წლის კოლუმბიელი შემტევი გერმანულმა გრანდმა 2017 წლის ზაფხულში მადრიდის "რეალიდან" იჯარის წესით დაიმატა.
"ბაიერნს" ხამესის გამოსყიდვის უფლება 42 მილიონ ევროდ აქვს.